სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტაშკენტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. ზ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 31 იანვრის საღამოს თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებული დენის ალექსანდრეს ძე მატიაშის საცხოვრებელ ბინაში ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა მამა - ალექსანდრე მატიაში, შემდგომ კი დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ალექსანდრე მატიაში ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულმა ასევე დანით გულმკერდისა და ფეხის არეში დაჭრა შვილი - დენის მატიაში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დენის მატიაში ემერჯენსის კლინიკაში მოათავსეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - პისტოლეტი და დანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100