სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის სესხით დაფინანსებული ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დასრულდა და ექსპლუატაციაში შედის

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, დღეს მის მიერ დაფინანსებული, ორი ახლად აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის გახსნას დაესწრო. ორივე სამშენებლო პროექტი თბილისში განხორციელდა, რისთვისაც საქართველოს ბანკმა შპს „გდგ“–სა და შპს „გიგსი“–ს ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გამოუყო.

საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დასრულებულია და ეტაპობრივად შედის ექსპლუატაციაში. ინგოროყვას 19 ნომერში მდებარე „სახლი პარლამენტთან“, მოიცავს 91 საცხოვრებელ ბინას, 84 ავტოფარეხს, 11 სავაჭრო და 32 საოფისე ფართს. ბანკის მიერ დაფინანსებულ მეორე საცხოვრებელ სახლში, ინგოროყვას #5–ში (მთავრობის კანცელარიის გვერდით) 27 საცხოვრებელი ბინა და ერთი კომერციული ფართია. ორივე კორპუსის სასარგებლო ფართის მოცულობა ჯამში 24,272 კვ.მ –ს შეადგენს.

ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს კორპორატიული კლიენტების დაკრედიტებას და ჯანსაღი, ეკონომიკურად გამართლებული, სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას. ბანკმა, 2012 წლის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა სამშენებლო სექტორზე. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროექტების რიცხვი 15-ს აღემატება, რომელთა ნაწილიც წარმატებით დასრულებულია, ნაწილი– მშენებლობის პროცესშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100