სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცეცხლოვანი მეტეორების წვიმა რუსეთში (ვიდეო)

რუსეთში დაზარალებულების რაოდენობა იზრდება. ციდან ჩამოყრილმა ცეცხლოვანმა მეტეორებმა, რომლებიც თან პერიოდულად ფეთქდებოდა, შენობები დააზიანა. დაჭრილია 400-ზე მეტი ადამიანი, დამწვარია სახლები, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები.

ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლოვანი ობიექტის ყველაზე დიდ მასებს ამ დრომდე ეძებენ ჩელიაბინსკის ოლქში.

პარალელურად, სპეციალისტები კიდევ ერთ კოსმოსურ მოვლენას ელოდებიან. დედამიწას 10 საათში მოუახლოვდება დიდი ასტეროიდი, რომელიც 100-მეტრიანია და საფეხბურთო სტადიონის ზომისაა. "ნასა" ასტერიდის გადაადგილებას პირდაპირ ეთერში გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100