სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას სიფრთხილით მოეკიდონ.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისთვის არაადეკვატურად მაღალ სარგებელს მიღებას სთავაზობენ.
"მაღალია იმის ალბათობა, რომ ისინი ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ. უმეტეს შემთხვევაში კი, მათი მოქმედება შეიძლება"ფინანსური პირამიდის" კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებდეს. მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ტიპის კომპანიები ეროვნული ბანკის მხრიდან არ კონტროლდება, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები. ამიტომ, ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი სახსრების განთავსებას ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში და რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100