სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შუმახერი რბოლისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს

შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, მიხეილ შუმახერი გამოტყდა, რომ ფორმულა – 1 მას სიამოვნებას აღარ გვრის. „მე ვეღარ ვეღარ ვგრძნობ რბოლით გამოწვეულ სიამოვნებას“– განაცხადა სპორტსმენმა.

8 მაისის თურქეთის რბოლაზე შუმახერი მეთორმეტე ადგილს დასჯერდა. 12 წამით ჩამორჩა საკუთარ მეწყვილეს, ნიკ როსბერგს. აღნიშნულ რეზულტატს შუმახერი ავტომობილის გაუმართაობას აბრალებს, რის გამოც სპორტსმენს მეორე წრის დასრულებამდე პროფილაქტიკისთვის გაჩერება მოუხდა.

„როცა მრბოლელი წარმატებას ვერ აღწევს, აღნიშნული ფაქტი აუცილებლად იწვევს კრიტიკას. ეს გასაგებიცაა: ხალხი მხოლოდ უნიკალურ გამოსვლას ელის შუმახერისგან.“ – განაცხადა „Mercedes Норберт Хауг“–ის ვიცე–პრეზიდენტმა.

მიხეილ შუმახერის კონტრაქტი „Mercedes GP“–სთან 2012 წელს იწურება. შუმახერი კონტრაქტის დასრულებისთანავე დაამთავრებს სპორტულ კარიერას. მრბოლელი ფორმულა – 1–ში ახალი მოგებებისა და ტიტულებისთვის დაბრუნდა, თუმცა შედეგი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ერთია: შუმახერი აღარ არის მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელი.

ფორმულა – 1–ის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი ეტაპის შემდეგ, მიხეილ შუმახერი ექვსი ქულით მეთერთმეტე ადგილზეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100