თემურ ქეცბაია: "მივდივართ, რათა არ წავაგოთ..."

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ხორვატიაში გაემგზავრებიან და 3 ივნისის ევროშესარჩევ მატჩში საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

ესენი არიან: მეკარეები გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი", ზესტაფონი); მცველები კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ვოლგა“, რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი", ზესტაფონი), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი); ნახევარმცველები მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი", ზესტაფონი), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), დავით კვირკველია ('პანიონიოსი", საბერძნეთი), ირაკლი მაისურაძე („ოლიმპი“, რუსთავი); თავდამსხმელები ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი", ისრაელი), ჯაბა ლიპარტია ("ზარია", უკრაინა).

განაცხადს მიღმა დარჩნენ ტრამვირებული ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე და ნიკოლოზ გელაშვილი, ასევე არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ადამია, გიორგი ხიდეშელი და ირაკლი მოდებაძე.

ამ 21 ფეხბურთელიდან 20 ნაკრების ბაზაზე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. 2 ივნისს გუნდს ხორვატიაში ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდება.

კომენტარი