სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო ჩემპიონი გურამ გუგენიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევის შედეგად ქართველ გოლიათად წოდებული, მსოფლიო ჩემპიონი 28 წლის გურამ გუგენიშვილი დაიღუპა. შემთხვევა დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, ე.წ მირზაანის ნავთობ საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ავტომანქანა გადაბრუნდა. დანარჩენი მგზავრები გადარჩნენ.

დაუმარცხებელ ქართველ ათლეტად წოდებული, რუსებისთვის ცნობილი ქართველი „მახრჩობელა“ ბოლო ხანს უკრაინაში მოღვაწეობდა.

გურამ გუგენიშვილი „ბრძოლაში წესების გარეშე“ უკრაინის სახელით გამოდიოდა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ რინგზე, საქართველოს დროშას აფრიალებდა.

ქართველი გოლიათი წარმოშობით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკიდანაა. სპორტსმენმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი ფალავანი М-1-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს არაერთი წლის განმავლობაში ფლობდა.

ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. მომავალი წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100