სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენზო ზიდანი, ლეგენდარული მამის პერსპექტიული შვილი

ზინედინ ზიდანმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი უკვე დატოვა. შეძლებს თუ არა მსგავსი წარმატების მიღწევას მისი ვაჟი ენზო ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა უმცროსი ზიდანისგან მწვერვალების დაპყრობას ბევრი ელის.

საფეხბურთო კარიერა 10 წლის ასაკში რეალ მადრიდის ახალგაზრდულ აკადემიაში სწავლით დაიწყო. 7 წლის შემდეგ ჟოზე მაურინიომ ის კლუბის მთავარ გუნდთან ერთად სავარჯიშოდ მიიწვია.

დღეს ენზო 20 წლისაა და Real Madrid C-ს ნახევარმცველი გახლავთ.

მოგეხსენებათ Real Madrid C საფეხბურთო კლუბ რეალ მადრიდის მეორე სარეზერვო გუნდია, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა ლეგენდარული ზიდანის ვაჟი სულ მალე მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდის რიგებში ვიხილოთ.

საფეხბურთო კლუბის გარდა ენზოს შეუძლია იყოს როგორც საფრანგეთის, ასევე ესპანეთისა და ალჟირის საფეხბურთო ნაკრების წევრი, რადგან მამა საფრანგეთის მოქალაქეა, დედა ესპანეთის, ბებია და ბაბუა კი ალჟირის.

გახდება თუ არა ზინედინ ზიდანის ვაჟი ფეხბურთის ვარსკვლავი ამას დრო გვიჩვენებს, მანამ კი მოედანზე ენზოს შესაძლებლობების ამსახველ ვიდეოს გთავაზობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100