სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რას წერს ბასილაშვილი როჯერ ფედერერთან დამარცხების შემდეგ

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და 2:6, 1:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობრებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორცმენის მაგალითი იყო. ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა ნერვიულობამ და დაძაბულობან თავისი გააკეთა. ძალიან დასანანია ის რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიგე,რა თქმა უნდა ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა ზოგჯერ ისე. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის.“ - წერს ბასილაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100