სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა ფაჩულია NBA-ს "დაუფასებელი გმირების" სამეულში დაასახელეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი ზაზა ფაჩულიას კარიერაში ყველაზე წარმატებულია, რაზეც ამერიკული მედია ხშირად ამახვილებს ყურადღებას.

ფაჩულია უკვე 13 წელია ლიგაში სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა საყოველთაო აღიარება მხოლოდ ახლა მოიპოვა. ქართველი ცენტრის წარმატება ამჯერად CBS-ის სპორტულ გადაცემაში აღნიშნეს და ფაჩულია NBA-ს "დაუფასებელი გმირების" სამეულში დაასახელეს.

"მიმდინარე სეზონი ფაჩულიასთვის წარმატებულია. თავის გუნდში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კარგ დაცვას თამაშობს და საშუალოდ მაჩვენებელიც შთამბეჭდავი აქვს", – ასე შეაფასა საქართველოს ნაკრების კაპიტანის თამაში რაჯა ბელმა, რომელიც დალასის ღირსებას 2002-03 წლებში იცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100