სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში საქართველოში ჩატარდება. ამის შესახებ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„აბა ყველა გამოვედით ახლა საახალწლო ძილისპირულიდან და ავმოძრავდით!!!

წელს მაგარი წელია! საქართველომ, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მიიღო ჯომარდობის ევროპის თასის ჩატარების უფლება და მაისში ბორჯომი და საქართველო უმასპინძლებს ევროპელებს (ამ ეტაპზე უკვე 24 გუნდია დარეგისტრირებული და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება).

ასე რომ, წინ მაგარი წელი გველოდება და ყველას უნდა ვანახოთ, რომ მაგარი ქვეყანა ვართ!!!“ - ნათქვამია ქაცარავას მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100