ფოთში რაგბის მატჩზე მსაჯი დაჭრეს

ფოთში ბათუმის ბათუმსა და თბილისის არმიას შორის მატჩის შემდეგ მსაჯი დაჭრეს. ნიკა ამაშუკელს ჭრილობა ფეხზე აქვს მიყენებული. აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის და რეგულაციების შესაბამისად, თავის კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მომხდარ ფაქტს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

მომხდარზე კომენტარი "ფეისბუქზე" თავად ნიკა ამაშუკელმაც გააკეთა. "ხო რაგბი თქვენი თამაშია", - წერს მსაჯი.

კომენტარი