სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლიჩკომ ჰეი ქულებით დაამარცხა

IBF, WBA, WBO და IBO ტიტულებისთვის გამაერთიანებელი ბრძოლა ჰამბურგში დევიდ ჰეისა და ვლადიმირ კლიჩკოს შორის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და საბოლოოდ, გამარჯვება უკრაინელმა მოკრივემ ქულებით მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ ჰეიმ კლიჩკოს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმებზე იფიქრებს, თუმცა, მანამდე აცხადებდა, რომ აქტიური სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა.

სხვათა შორის, ჰამბურგში დევიდ ჰეი 2004 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა, საერთoდ კი, გუშინდელი თამაში მისთვის პირველი დამარცხებაა მძიმე წონით კატეგორიაში. კარიერის მანძილზე ჰეიმ 25 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. რაც შეეხება კლიჩკოს, მას 56 მოგება და სამი წაგება აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100