"ზესტაფონი" - "დაჩია": ზესტაფონელთა სამი მშრალი გოლი პირველი ტაიმის შემდეგ

რამდენიმე წუთის წინ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ტაიმი დასრულდა "ზესტაფონსა" და მოლდოვის "დაჩიას" შორის. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქეებს სამი უპასუხო გოლი შეუგდო და, რაც მთავარია, ულამაზესი ფეხბურთი აჩვენა სტადიონზე მისულ მაყურებელს.

სამივე გოლი კარგად გააზრებული შეტევების შემდეგ გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ტაიმის განმავლობაში "ზესტაფონი" უტევდა. როგორც "პირველი არხის" პირდაპირ ჩართვაშიჩანდა, ზესტაფონის სტადიონი პირთამდე სავსეა და ეს მოულოდნელიც არ არის.

შეგახსენებთ, რომ "ძესტაფონი" "დაჩიასთან" ჩემპიონთა თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას მართავს. მეორე ტაიმში ჩვენებურებმა გოლის გატანა რომც ვერ მოახერხონ და ანგარიში შეინარჩუნონ, სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრის წინ მაინც დიდი ფორა ექნებათ. როგორც ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა ერთ-ერთ წინასამატჩო ინტერვიუში განაცხადა, "დღეს ზესტაფონი მთელი საქართველოა!" - წარმატებები ვუსურვოთ გეგუჩაძის შეგირდებს...

კომენტარი