სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეხბურთელმა მსაჯი წითელი ბარათის ჩვენების გამო მოკლა

მექსიკაში საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი მოკლეს. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. 59 წლის ვიქტორ ტრეხომ ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს რუბენ რივერა ვასკესს უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა, ვასკესი კი არბიტრს ფიზიკურად გაუსწორდა.

ფეხბურთელმა მსაჯს ხელი თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც არბიტრი მოედანზე უგონოდ დაეცა. რეფერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფეხბურთელმა კი სტადიონზე შექმნილი არეულობით ისარგებლა და მიმავლვა მოახერხა, მექსიკელი სამართალდამცველები რუბენ ვასკესს ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100