სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დაჩიას“ მწვრთნელმა „ზესტაფონის“ ნახევარცმველს გაარტყა და აგინა

„ზესტაფონმა“ კიშინიოვში ურთულესი მატჩი გადაიტანა, თუმცა, ადგილობრივ „დაჩიასთან“ 0:2 დამარცხების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო წრეში გადავიდა ძალების მოსინჯვა ავსტრიის „შტურმთან“ მოუწევს. ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა პირველ მატჩში, საკუთარ მოედანზე მეტოქე 3:0 დაამარცხეს, რამაც ორი მატჩის ჯამში მათი მომდევნო ეტაპზე გადასვლა განაპირობა.

კიშინიოვში ჩატარებულ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია: „დაჩიას“ მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ, მატჩის დასრულების შემდეგ „ზესტაფონის“ ნახევარმცველს, ირაკლი ძარიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მწვრთნელის ამ არასპორტული საქციელის გამო ინციდენტში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთნენ და საქმე მასობრივ ჩხუბამდე მივიდა, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, „ზესტაფონის“ მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ დობროვოლსკის არასპორტული საქციელის კომენტირება უჭირს. თავად დობროვოლსკის, ჯერჯერობით, ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

„ზესტაფონის“ ფეხბურთელები მწვრთნელთა შტაბი უკვე გამოფრინდნენ კიშინიოვიდან და მათ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ელოდებიან, რომლებიც მომხდარით დაინტერესდებიან და, გამორიცხული არ არის, საქმეს ოფიციალური მსვლელობაც მისცენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100