სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაბეთი რეგიონში პოკერის ცენტრი ხდება

WSOP არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პოკერის ტურნირების სერია.

1970 წლიდან მოყოლებული ამ ფორმატმა გააერთიანა საუკეთესო პოკერის მოთამაშეები და პოკერის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი ითამაშა.

WSOP Circuits ანუ შუალედური ტურნირები წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და თითოეული მათგანის მინიმალური საპრიზო თანხა 1,000,000 ევროა!

Adjarabet.com მუდმივად ცდილობს პოკერის როგორც სპორტის ხელშეწყობას და აქამდეც მრავალ ქართველ მოთამაშეს მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში WSOP Circuits ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა!

2016 წელს, Adjarabet.com -ის ორგანიზებით პირველად ჩატარდა შუალედური ტურნირი WSOPc Tbilisi, რომელშიც უამრავი ქართველი და უცხოელი პოკერის მოთამაშე იყო ჩართული!

უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება, რომელიც Adjarabet.com-სა და WSOP-ს შორის გაფორმდა აუცილებლად შეუწყობს ხელს საქართველოში პოკერის განვითარებას.

3-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში Adjarabet.com -ი WSOP Circuits-ის ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი გახდა, რაც საშუალებას მისცემს Adjarabet.com -ის მომხმარებლებს, რომ აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო ღონისძიებებში!

Adjarabet.com-ის საიტზე უკვე 13 თებერვლიდან დაიწყება აქცია, სადაც 2 თვის განმავლობაში გათამაშდება 25 გარანტირებული საგზური ბელგიის WSOPC ტურნირზე - 1,000,000 ევრო საპრიზო ფონდით!

უახლოეს მომავალში კი აუცილებლად ჩატარდება კიდევ ერთი WSOPc Tbilisi, პოკერის ღონისძიება, რომელიც შარშანდელზე ბევრად უფრო მასშტაბური და მრავალრიცხოვანი იქნება! ქართველი და უცხოელი მოთამაშეები შეძლებენ WSOP-ის სამაჯურისთვის და გრანდიოზული საპრიზო თანხისთვის თამაშს.

Adjarabet.com-მა თავის 5 ყველაზე ერთგულ და აქტიურ პოკერის მოთამაშეს გაუკეთა სიურპრიზი და საჩუქრად გადასცა WSOPc Cannes ღონისძიების all inc. საგზურები საფრანგეთში. ისინი ითამაშებენ გარანტირებულ 1,000,000 ევროიან ტურნირს კანში.

გვესაუბრება აჭარაბეთის მარკეტინგის მენეჯერი ვახტანგ მდივანი

- ბატონო ვახტანგ, უკეთ რომ განვმარტოთ - რას მოიცავს ეს შეთანხმება?

აჭარაბეთმა კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და ცნობად პოკერის ტურნირების ბრენდთან WSOP-სთან, რომელმაც წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა პოკერის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში. კონტრაქტის თანახმად adjarabet.com 2020 წლამდე გახდა ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი, რაც საშუალებას მოგვცემს ასობით პოკერის მოთამაშე გავამგზავროთ WSOPc-ის სხვადასხვა ტურნირებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ამერიკა, იტალია, ჩეხეთი, ბელგია, საფრანგეთი და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა WSOP-მა კონკრეტულად აჭარაბეთთან თანამშრომლობა?

მოგეხსენებათ adjarabet.com რეგიონში გამოირჩევა ინოვაციებითა და სტაბილურობით. ჩვენმა კომპანიამ მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა ონლაინ აზარტული თამაშების სფეროში, ასევე აჭარაბეთი მუდმივად იმყოფება მსოფლიოს საუკეთესო პოკერის საიტების ტოპ ათეულში! ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა WSOP-ის და აჭარაბეთის პარტნიორობას, რის შედეგადაც ჩვენ გავხდებით რეგიონში პოკერის ცენტრი!

2016 წელს WSOP Circuit Georgia-ზე უამრავმა ქართველმა თუ უცხოელმა ითამაშა. თუ გეგმავთ მსგავსი ივენთების გამართვას და როდის?

WSOP Circuit Georgia იყო ჩვენი და WSOP-ის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიება. ამ ტურნირებზე საკმაოდ ბევრმა ქართველმა და უცხოელმა პოკერის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, რამაც განაპირობა ის, რომ გარანტირებული საპრიზო თანხა 700,000 დოლარი, ტურნირების დაწყების შემდეგ 1,000,000 $-ს ასცდა!

Adjarabet.com-ის და WSOP-ის პარტნიორობის ფარგლებში უახლოეს მომავალში ისევ იგეგმება მომდევნო, WSOP Circuits Georgia-ს ჩატარება, თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. წლევანდელი ტურნირირების სერია 2016 წელთან შედარებით ბევრად უფრო მასშტაბური იქნება!

რატომაა WSOPc-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი? ანუ, რით დაეხმარება ეს პოკერის ქართველ მოთამაშეებს?

WSOP, რომელიც მსოფლიო პოკერის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატად ითვლება, ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პოკერის, როგორც სპორტის განვითარებას! პოკერის ქართველ მოთამაშეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, აიმაღლონ სათამაშო დონე და ამავდროულად მოიგონ სოლიდური ფულადი პრიზები!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100