სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა ოფროუდერებმა სომხეთში ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

26 ივლისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გია გალდავამ და
ექსტრემალური ავტოტურიზმის კავშირის ოფროუდ კლუბის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

24 ივლისს, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ოფროუდ ტურნირზე - “beeline extreme trial 2011”, საქართველოს სახელით გამომსვლელმა ეკიპაჟებმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. ტურნირი 2 ჩათვლით კატეგორიაში - TR1 და TR2-ში გაიმართა. შეჯიბრებაში სომხეთის, საქართველოს და ირანის ეკიპაჟები მონაწილეობდნენ. ორივე ჩათვლით ჯგუფში გამარჯვებულები ქართველი ოფროუდერები გახდნენ. TR1-ში გამარჯვება დავით და სოსო მამუკაშვილების ეკიპაჟმა მოიპოვა, TR2-ში კი ჩემპიონები თეიმურაზ და ვახტანგ შერგელაშვილები გახდნენ.

TR1 - დავით მამუკაშვილი, სოსო მამუკაშვილი - 2.10 წუთი - 1 ადგილი
TR2 - თეიმურაზ შერგელაშვილი, ვახტანგ შერგელაშვილი - 2.34 წუთი - 1 ადგილი

გია გალდავა:“ გილოცავთ იმ წარმატებას, რომელიც სომხეთში მოიპოვეთ. საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება და ორი ოქროს მედლის მოპოვება ნამდვილად არ არის ადვილი. საერთოდ კი, უთუოდ აღსანიშნავი და დასაფასებელია ის ენთუზიაზმი, რომელსაც იჩენთ. ძალიან საინტერესო სპორტის სახეობის პოპულარიზაციაზე ზრუნავთ, რამაც შედეგიც გამოიღო - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება თქვენ მიერ ჩატარებულ ტურნირებში და ეს ძალიან სასიამოვნოა. მინდა, მომავალშიც წარმატებები გისურვოთ და გითხრათ, რომ რითიც შეგვეძლება დაგეხმარებით“.

ზურაბ მეტრეველი:“
გილოცავთ ოქროს მედლების მოპოვებას. საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონობის შანსი ადრეც გვქონდა, მაგრამ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გვაკლდებოდა. სასიხარულოა, რომ ახლა გამარჯვება მოვიპოვეთ და ორივე კატეგორიაში პირველობა ქართველ ეკიპაჟებს დარჩათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაგრძელებთ შეჯიბრებების ჩატარებას - 31 ივლისს მორიგი ტურნირი ჩატარდება, რომელიც ბათუმში უნდა დასრულდეს. ჩემპიონობისთვის ქართველი ეკიპაჟების გარდა, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი სპორტსმენებიც იბრძოლებენ“.

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=152&info_id=4547 p.s ამ ლინკზე იხილავთ მასალას და ფოტოებს სრული სახით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100