სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალხაზ ასათიანი ავიაკატასტროფას გადაურჩა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ მალხაზ ასათიანს ალბათ დიდხანს ეხსომება ყაზანში მომხდარი ამბავი - თვითმფრინავმა, რომლითაც იგი სოჭიდან მგზავრობდა, წონასწორობა დაკარგა და ავარიული დაჯდომა განახორციელა.
ასათიანი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სათამაშოდ ჩავიდა ყაზანში, იქაურ „რუბინთან“ შესახვედრად, თუმცა ასეთი ფათერაკი კი შეემთხვა.

„ლოკომოტივმა“ 0:2 წააგო, მაგრამ ნამატჩევს ამაზე, ცხადია, აღარავინ ფიქრობდა. რუსული პრესის ცნობით, მოსკოვური კლუბის ყველა წევრი აეროპორტში მომხდარს უფრო განიცდიდა და ეს ბუნებრივიცაა...
„ეს საშინელება იყო. თითქოს ცუდად არ დავმჯდარვართ, მაგრამ ილუმინატორში რომ გავიხედეთ და ირგვლივ სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანები დავინახეთ, მერე მივხვდით, რომ საქმე კარგად ვერ იყო. კიდევ კარგი, უბედურებას გადავურჩით“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა, დმიტრი ტორბინსკიმ.
„ლოკომოტიველები“ ავარიული გასასვლელებიდან გამოიყვანეს სამშვიდობოს, მოსკოვში კი სხვა თვითმფრინავით დაბრუნდნენ.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100