ქუმარიტაშვილისთვის საბედისწერო ტრასას სერთიფიკატი ჩამოართვეს!

ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ტექნიკური კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანკუვერის ტრასას სერთიფიკატი ჩამოერთვას!
ცხადია, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი თებერვლის ტრაგედია იყო, როცა ოლიმპიადისწინა ვარჯიშზე 21 წლის ქართველი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
მაშინ ოფიციალური პირები მოციგავის საბედისწერო შეცდომაზე საუბრობდნენ, თუმცა ჩანს, მოგვიანებით აზრი შეიცვალეს და ამაზე ეს სიახლეც მეტყველებს.
საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, იოზეფ ფენდტის განცხადებით, ამიერიდან იმ ტრასაზე შეჯიბრის ჩატარება, რომელზეც ქუმარიტაშვილი დაიღუპა, აკრძალულია!

კომენტარი