სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოტლანდიელებმა 15:6 დაგვამარცხეს

ბორჯღალოსნების დებიუტი ახალ ზელანდიაში წარუმატებელი აღმოჩნდა. შოტლანდიელებმა, რომლებიც სათამაშო კლასითაც და გამოცდილებითაც, მინიმუმ, ერთი თავით აღემატებიან ქართველ მორაგბეებს, დღევანდელ შეხვედრაში გაიმარჯვეს. კლასში განსხვავება მოედანზე აშკარად იგრძნობოდა, რადგან საქართველოს ნაკრების თამაშში წუნი ბევრად მეტი იყო, ვიდრე მეტოქეების გუნდში. ამას გარდა, შოტლანდიელებმა ჯარიმებშიც გვაჯობეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართველებს მონდომება არ დაუკლიათ, არც თავი დაუზოგავთ და ზოგიერთ კომპონენტში მეტოქეები დაჯაბნეს კიდეც. საერთო ჯამში, ალბათ, დაცვის მეორე ხაზისთვის სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს – სწორედ მათი დამსახურებაა პირველ რიგში ის, რომ შოტლანდიელებმა ლელო ვერ დადეს.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელებისთვის ეს მეორე თამაში იყო. პირველ შეხვედრაში მათ რუმინელები დაამარცხეს. შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუმინელებთან სათამაშოდ თითქმის მეორე შემადგენლობა გაიყვანა, რათა რაგბისტები დღევანდელი თამაშისთვის შემოენახა. ამ ტაქტიკამ გაამართლა და შოტლანდიამ პირველი გამარჯვება, საქართველოს ნაკრებმა კი პირველი მარცხი იგემა, თუმცა, ამ მატჩის წაგებით არაფერი წყდება – მთავარი თამაშები წინაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100