სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხეთთან 1:22 წაგებული ჰოკეის მატჩი და ერთადერთი შაიბის ავტორი... ოგანესიანი (ვიდეო)

2010 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჰოკეიში პირველი ოფიციალური თამაში ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ჩაატარა 1:22 დამარცხდა. როგორც გაირკვა, სომხეთის ნაკრები კანადიდან მოწვეული, ეროვნებით სომეხი ჰოკეისტებით იყო დაკომპლექტებული.

დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, თამაშის შემდეგ ქართველი ჰოკეისტები გულგატეხილებს სულაც არ ჰგავდნენ: ამბობდნენ, რომ ივარჯიშებდნენ და სხვა თამაშებს მოიგებდნენ. რაც შეეხება სომეხ გულშემატკივრებს, ისინი აღფრთოვანებას ღიად გამოხატავდნენ და ამბობდნენ, რომ სომხეთის ნაკრები ჩემპიონი გახდება და ისეთ გუნდებსაც კი მოუგებს, როგორებიც კანადა და რუსეთი არიან. itv.ge ამ შეხვედრას სომხეთში ესწრებოდა და რეპორტაჟიც მოამზადა.

ორი საინტერესო დეტალი: საქართველოს ნაკრების მიერ შეგდებული ერთადერთი შაიბის ავტორი ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქე – ოგანესიანი გახლდათ და, მეორე: როგორც გაირკვა, სომხეთის ნაკრები კანადიდან მოწვეული, ეროვნებით სომეხი ჰოკეისტებით იყო დაკომპლექტებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100