გურამ გუგენიშვილი – რუსების ცნობილი ქართველი „მახრჩობელა“ (ვიდეო)

ის რინგზე უკრაინის სახელით გამოდის, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს დროშას აფრიალებს – მხრებზე ორივე ქვეყნის დროშა კარგად ეტევა.

რუსთაველი მოჩხუბარი, დაუმარცხებელი ქართველი ათლეტი, რუსების ცნობილი ქართველი „მახრჩობელა“ – გურამ გუგენიშვილი 25 წლისაა, 110 კგ–ს იწონის, მისი სიმაღლე კი 1.95 მეტრია.

გურამი უნივერსალურ ორთაბრძოლებში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული – M1 კატეგორიაში ასპარეზობს. ნიშანდობლივია, რომ მას გამოსვლა, ძირითადად, რუსეტში უწევს და დარბაზებში, სადაც რუსი, გურამის მოწინააღმდეგე სპორტსმენების მხარდამჭერები უფრო მეტნი სხედან, ყიჟინისა და სტვენის მიუხედავად, გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშას აფრიალებს.

„რუსების ცნობილი ქართველი „მახრჩობელა“ მას რუსულმა სპორტულმა პრესამ შეარქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა სპორტსმენმა მოსკოვში პირველივე რაუნდში, უკნიდან მოგუდვის მეთოდით დაამარცხა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი – მაქსიმ გრიშინი.

თუმცა, ქართველი სპორტსმენი არც სხვა ქვეყნის კონკურენტებს ინდობს. ასე მაგალითად, 2010 წელს გურამ გუგენიშვილმა უგონოდ დატოვა ამერიკელი სპორტსმენი – კენი გარნერი.

„დრონი.ჯი“ სწორედ ამ ორთაბრძოლის ამსახველ კადრებს გთავაზობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში ერთ–ერთ რუსულ, ნაციონალურ არხზე გადაიცემოდა.

კომენტარი