სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 აპრილს საკალათბურთო „ოლ სტარი“ გაიმართება

29 აპრილს „სპორტის სასახლეში" საკალათბურთო სუპერლიგის ყველა „ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართება, სადაც ერთმანეთს ეთამაშებიან საქართველი და სუპერლიგის უცხოელი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები. თითო გუნდში 12-12 ვარსკვლავია.

ცნობილი გახდა მონაწილე გუნდების შემადგენლობა. სასტარტო ხუთეულები დაკომპლექტდა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გულშემატკივართა მიერ მიცემული ხმებით. ხუთეულების შერჩევის პროცესში თითქმის 10 ათასმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა, 7-7 სათადარიგო მოთამაშე კი დაასახელეს თავად მწვრთნელებმა - ქართველთა ვარსკვლავური გუნდის თავკაცმა კოტე ტუღუშმა („არმია“) და ლეგონერთა გუნდის თავკაცმა გიორგიოს კეცელიდისმა („შსს-აკადემია“).

ოლ სტარისთვის თავად მოთამაშეებმა შეარჩიეს მთავარი მწვრთნელების ასისტენტები. კოტე ტუღუშს „ოლიმპის“ მწვრთნელი გია კაზანჯიანი დაეხმარება, ხოლო კეცელიდისს სტუ-ს თავკაცი ზურაბ ტომარაძე.

„ოლ სტარის“ შოუს პროგრამაშია აგრეთვე სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი. სამქულიან სროლებში შეჯიბრის მონაწილენი შეირჩნენ რეგულარულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით და აქ ექვსი კონკურსანტია. ხოლო ჩატენვების კონკურსში მონაწილეობის სურვილი ნებაყოფილებით გამოთქვა სამმა მოთამაშემ.

27 აპრილს „ოლ სტართან“ დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია.

ლაშა ონიანი (შოუს დამდგმელი რეჟისორი): „სპორტის სასახლეში მოსულ კალათბურთის მოყვარულებს კვირას, დაუვიწყარი 3-საათიანი სანახაობა ელით. შოუში მონაწილეობას დაახლოებით 100 ადამიანი მიიღებს, რომელთა შორის - მოცეკვავეები, მომღერლები და ტანმოვარჯიშეები იქნებიან. მოხარული ვარ, რომ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის დადგმის საშუალება მომეცა და შევეცდებით, რომ მაყურებელს მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა შევუქმნათ.“

გიორგი ზამბახიძე (სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი): „მინდა აღვნიშნო, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასეთი გრანდიოზული შოუ საქართველოში პირველად მოეწყობა. წლევანდელი ალლ სტარ-ი ლეგენდარული გუნდის „დინამოს“ გამარჯვების 50 წლისთავს დაემთხვა, ამიტომ სპორტის სასახლის მოედნის თავსა და ბოლოში ორი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, რომლის საშუალებითაც ხსენებული გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელებს გავიხსენებთ. აქვე გეტყვით, რომ „ყველა ვარსკვლავის“ გრანდიოზულ მატჩზე დასწრება თავისუფალია.“

კოტე ტუღუში (ადგილობრივთა გუნდის მწვრთნელი): „წელს ძალიან მაღალი დონის ეროვნულ ჩემპიონატს ვატარებთ, რამაც „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის განსაკუთრებულობა გამოიწვია. შარშან, ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს იმის დასტურია, რომ ქართული კალათბურთის დონე იმატებს და ვფიქრობ კვირას ძალზე საინტერესო სანახაობა გველის.“

გიორგიოს კეცელიდისი (ლეგიონერთა გუნდის მწვრთნელი): „ლეგიონერთა გუნდის მთავარი მწვრთნელობა, დიდი პატივია ჩემთვის. შესანიშნავი გუნდი მყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელიც ვასიამოვნოთ და თავადაც ვისიამოვნოთ. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე პირველად, არ ვინერვიულებ თამაშისას და ბიჭებსაც სრულ თავისუფლებას მივცემ. ჩემს ახალგაზრდა კოლეგას კოტე ტუღუშს კი, საკალათბურთო დაფა მინდა ვუსახსოვრო, რომელზეც მისი ინიციალები და ალლ სტარ-ია გამოსახული.“

ოლ სტარის მონაწილენი

ქართველთა გუნდი

გიორგი გამყრელიძე (ოლიმპი)

გიორგი ცინცაძე (ოლიმპი)

დუდა სანაძე (დინამო)

გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)

რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

ბექა ჩიკვილაძე (თსუ)

ბექა ბექაური (შსს-აკადემია)

მერაბ ბოქოლიშვილი (შსს-აკადემია)

ირაკლი საყვარელიძე (არმია)

ლევან ფაცაცია (სოხუმი)

ლაშა ფარღალავა (სოხუმი)

აკაკი დვალიშვილი (თსსუ)

მწვრთნელი: კოტე ტუღუში (არმია)

ასისტენტი: გია კაზანჯიანი (ოლიმპი)

უცხოელთა გუნდი

ბენჯამინ ვუდსაიდი (არმია)

ლარი ბლერი (შსს-აკადემია)

ჯერემი რიჩარდსონი (არმია)

უილიამ ტომასი (არმია)

იოაკიმ შელბომი (არმია)

ნიკიტა სლიუკა (ოლიმპი)

ჯასტინ ტაბსი (შსს-აკადემია)

ნემანია ილიჩი (თსსუ)

ქინ კარტერი (დინამო)

ენტონი მუდი (შსს-აკადემია)

მილან ოულიჩი (დინამო)

ივო ჰოგერი (ოლიმპი)

მწვრთნელი: გიორგიოს კეცელიგისი (შსს-აკადემია)

ასისტენტი: ზურაბ ტომარაძე (სტუ)

სამქულიანების კონკურსი

ვახტანგ ჩქარეული (თსუ)

ბენჯამინ ვუდსაიდი (არმია)

გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)

ლარი ბლერი (შსს-აკადემია)

ნიკიტა სლიუკა (ოლიმპი)

მიხეილ ბერიშვილი (ოლიმპი)

ჩატენვების კონკურსი

გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი)

ჯასტინ ტაბსი (შსს-აკადემია)

ბექა ახალაია (სტუ)

წყარო: http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=139&info_id=6180

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100