ევრო 2012-ისთვის მსაჯების გადამზადება სრულდება

მსაჯები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებენ. ისინი პოლონეთსა და უკრაინას 8 ივნისს ესტუმრებიან.

უკანასკნელი დღეების მანძილზე, ვარშავაში სემინარი ტარდება, რომლის ფარგლებშიც ისინი ევროპის ჩემპიონატისთვის აუცილებელ წვრთნებს გადიან.

აღსანიშნავია, რომ მთავარ არბიტრებს დამატებითი მსაჯებიც დაეხმარებიან, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჯარიმოებს მიაქცევენ. განსაზღვრავენ რამდენად სამართლიანად მიიღო ამა თუ იმ ფეხბურთელმა ყვითელი ან წითელი ბარათი.

„მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ დამატებით მსაჯებში. ყველაფერი შეუდარებლად მიმდინარეობს და თითოეული თამაში, მაქსიმალურად წესების დაცვით ჩატარდება“, - აღნიშნა „უეფა“-ს სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარემ, პერლუიჯი კოლინამ.

კოლინას თქმით, ფინალურ შეხვედრებს ათკაციანი გუნდი მოემსახურება: მთავარი მსაჯი, ორი თანაშემწე, ოთხი დამატებითი მსაჯი, ორი დამატებითი თანაშემწე და სათადარიგო ასისტენტი.

კომენტარი