სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლამპარდი ევრო-2012-ს ტრამვის გამო გამოეთიშება

ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი, ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ევრო-2012-ში მონაწილეობას ტრამვის გამო ვერ მიიღებს.

ლამპარდმა 30 მაისს ვარჯიშის დროს ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ეს ფაქტი მაშინ დაფიქსირდა, როცა ინგლისის ნაკრები ბელგიასთან მეგობრული თამაშის გასამართად ვარჯიშობდა.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, აღნიშნული დანაკარგი ძალიან სერიოზულია და ნაკრები რეაბილიტაციას აუცილებლად ეცდება.

ლამპარდის ადგილს კი სიაში „ლივერპულის“ ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი შეავსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100