სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

B ჯგუფი: ჰოლანდია დანიას, გერმანია კი პორტუგალიას დაუპირისპირდება

დღეს B ჯგუფს ჰოლანდიისა და დანიის შეხვედრა გახსნის. აღსანიშნავია, რომ დანია ამ ჯგუფში ყველაზე სუსტ ნაკრებად ითვლება, მიუხედავად ამისა, ფეხბურთელები და მათი მთავარი მწვრთნელი, მორტენ ოლსენი ბრძოლისთვის მზად არიან.

მეორესხმრივ უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლანდიამაც უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებიან.

ჰოლანდიელთა მწვრთნელი, ბერტ ვან მარვიიკი სქემას (4 – 2 – 3 – 1) აირჩევს. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე 18 წლის ეტო ვილემსი ითამაშებს.

რაც შეეხება დანიის ნაკრების შემადგენლობას, მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ 20 წლის კრისტიან ერიკსენს.

სავარაუდო შემადგენლობა:

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ბოუმა, ვილემსი - ვან ბომელი, ნ. დე იონგი - რობენი, სნეიდერი, აფელაი - ვან პერსი.

დანია (4-2-3-1): ს. ანდერსენი - იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - კვისტი, ზიმლინგი - რომედალი, ერიკსენი, კრონ-დელი - ბენდტნერი.

მთავარი მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

გერმანია - პორტუგალია

9 ივნისი, 22:45 საათი, ლვოვი - გერმანია პორტუგალიის წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი (ან ლ. ბენდერი), მერტეზაკერი, ბადშტუბერი, ლამი - ხედირა, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, პეპე, ბრუნო ალვეში, ფაბიო კოენტრაო - რაულ მეირელეში, მიგელ ველოსო, ჟოაო მოუტინიო - ნანი, ელდერ პოშტიგა, კრიშტიანო რონალდო.

მთავარი მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრები ტესტ-მატჩებში საკმაოდ სუსტად გამოიყურება. გოლების გარეშე დასრულდა თამაშები პოლონეთთან და მაკედონიასთან, თურქეთთან კი 1:3 დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ პაულო ბენტოს გუნდს წინა ხაზზე თამაში უჭირს. თუმცა, ალბათ უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ მაინც რონალდუსა და ანიზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება გერმანიის რიგებს, უკვე ეჭვგარეშეა, რომ პერ მერტეზაკერი გავა მოედანზე. მას ბასტიან შვაინშტაიგერიც აუბამს მხარს. ჯერჯერობით უცნობია ვინ განთავსდება დაცვის მარჯვენა ფლანგზე - ბოატენგი თუ ლარს ბენდერი.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებს მიროსლავ კლოზეც დაუპირისპირდება, მარიო გომესს კი სათადარიგოთა რიგებს მიაწერენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100