ჰოლანდია - დანია (0:1)

პირველი ნახევარი:

პირველი ნახევარი ჰოლანდიელებმა გახსნეს. მესამე წუთზე კი დანიელების სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. შედეგად კარის მიმართულებით დანიელ აგერმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთის აღება მოახერხა.

მეოთხე წუთზე კი ჰოლანდიელების მხრიდან კონტრშეტევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჯეტრო ვილემსმა დანიის კარის მიმართულებით არაზუსტად დაარტყა.

მეცხრე წუთზე რობენის გადაცემის შედეგად ვამპერსიმ დანიის კარის დალაშქვრა გადაწყვიტა, მაგრამ უშედეგო. შემდეგ ამ ყოველივეს ჰოლანდიელების მხრიდან პრესინგის ელემენტები მოჰყვა, რამაც დანიელებს ბურთის გამოტანა საკუთარი საჯარიმოდან ძალიან გაურთულა.

მიუხედავად იმისა რომ პირველი 20 წუთის მანძილზე უპირატესობა ჰოლანდიის მხარეს იყო, 26-ე წუთზე კრონ დელიმ შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა. 1:0 დანიის ნაკრების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელების კარში დანიელებმა გოლის გატანა მოახერხეს, ჰოლანიის ნაკრების ფეხბურთელებს არაერთხელ გაუჩნდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა და პირველი ნახევარი დანიის სასარგებლოდ, 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი:

თამშში ბურთი დანიელებმა შეიყვანეს, თუმცა ბურთი ჰოლანდიელებმა მოიპოვეს და დანიის კართან რამდენიმე სახიფათო სიტუაციაც შექმნეს. ამ საკითხში განნსაკუთრებული უპირატესობით არიენ რობენი სარგებლობდა, მაგრამ მისი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველ წუთებში ვანპერსის რამდენიმეჯერ გაუჩნდა ანგარიშის გახსნის შანსი, მაგრამ დანიის ნაკრების მეკარე მეტად პროფესიონალურად მოქმედებდა.

65-ე წუთზე ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა გომელმა მატჩის ფარგლებში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო.

70-ე წუთზე ცვლილებები მოხდა ჰოლანდიის ნაკრებში, დე იონგი ვან დერ ვაარტმა შეცვალა. აფელაის მაგივრად კი ჰუნდელაარი გამოვიდა მოედანზე.

74-ე წუთზე ცვლილება დაფიქსირდა დანიის ნაკრებშიც, ერიქსენი შონემ ჩაანაცვლა.

კიდევ ერთი ცვლილება დაფიქსირდა ჰოლანდიის რიგებში დირ კიუტი მოედანზე ვან დერ ვეილის ნაცვლად გამოვიდა. ამას მოჰყვა ცვლიელბა დანიის რიგებშიც და რომედალი მიკელსენმა შეცვალა.

მიუხედავად ჰოლანდიელების მცდელობისა, მათ ვერც ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ვერც მოგება. დანიამ ჰოლანდია დაამარცხა, 26-ე წუთზე გატანილი გოლით.

კომენტარი