სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბარსელონა“ მესის აღნიშნულ კლუბში სამუდამოდ დარჩენას შესთავაზებს

ესპანურ კლუბს სურს მესი სამუდამოდ დაიტოვოს...

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურს საუკეთესო ფეხბურთელს, ლეონელ მესის კარიერის დასრულებამდე აღნიშნულ კლუბში თამაში შესთავაზოს.

25 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, პროფესიონალურ დონეზე თამაში 9 წლის წინ დაიწყო. იგი კატალონიის „ბარსელონას“ 2004 წელს შეუერთდა.

როგორც ცნობილია, მესიმ რამდენიმეჯერ გააგრძელა კონტრაქტი ესპანურ კლუბთან. ახალ კონტრაქტს კი ვადა 2016 წელს ეწურება. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სხვა კლუბი გადაწყვეტს მესის ყიდვას, მისი ღირებულება 250 მილიონ ევროს შეადგენს.

„ბარსელონაში“ თამაშის ფარგლებში მესიმ არაერთი ჩემპიონატი მოიგო: 5-5-ჯერ ესპანეთისა ჩემპიონატისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. კლუბმა მესისთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ უეფას სუპერთასი. ორჯერ კი გამარჯვებით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი საფეხბურთო კლუბებს შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100