სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერხიო რამოსი: „მოედანი სადაც საქართველოს ნაკრებს ვეთამაშეთ, არ შეესაბამებოდა ჩვენი თამაშის სტილს“

11 სექტემბერს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა. ქართველი ფეხბურთელების დაუღალავი შრომისა და უამარავი მცდელობის გამო, ესპანელებს ლორიას კარის დალაშქვრა ძალიან გაუჭირდათ. მიუხედავად ამისა, ანგარიში 0:1 ესპამეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა, გოლის ავტორი კი სოლდადო გახლავთ.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების მცველმა, სერხიო რამოსმა და გოლის ავტორმა, სოლდადომ კომენტარები არ დაიშურეს.

სერხიო რამოსი: „ჩვენ არ ვიცოდით ქართველების ტაქტიკა. რა თქმა უნდა ობიექტურად ვაფასებდით ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებს, მიუხედავად ამისა თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ამასთანავე, მოედანი სადაც მატჩი გაიმართა არ შეესაბამებოდა ჩვენი თამაშის სტილსა და სტანდარტებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ თამაშის დაწყების შემდეგ ქართველების თამაშის მეთოდმა არ გამაკვირვა. აი, რა ხდება როცა ესა თუ ის გუნდი თავის მოწინააღმდეგეს ზედმეტად სცემს პატივს. ქართველები თავდაცვაზე ფიქრობდნენ, ამ ყოველივემ კი დაცვის გარღვევა ძალიან გაგვირთულა“.

სოლდადო: „ეს იყო რთულად მიღწეული შედეგი, შედეგი რომელიც ჩვენი მხრიდან დაუღალავმა შრომამ მოიტანა. ეს კი ქართველებმა გვაიძულეს. ჩვენ ანგარიშის გასახსნელად მრავალი შანსი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთის გამოყენება შევძელით“.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე კი თავის გაოგნებას ვერ მალავს: „ქართველებმა ცივი შხაპი გადაგვასხეს. ჩვენ სრულებით განსხვავებულ ანგარიშს ველოდით. თუმცა, ასეა თუ ისე სამი ქულის მოპოვება მაინც შევძელით“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100