სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყვითელი ბარათი მაურინიოს „რეალისგან“

„მადრიდის „რეალს“ საკუთარი ტრადიციები აქვს, ამ ყოველივეს კი კლუბის მთავარმა მწვრთნლემა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს“ - აღნიშნა „რეალის“ მფლობელმა, ფლორენტინო პერესმა.

პორტუგალიელი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი 2010 წელს გახდა. ამ დრომდე იგი წარმატებით მუშაობდა „ჩელსისთან“ და „ინტერთან“. მაურინიო ცნობილია თავისი უხეში მანერებითა და უცნაური ხასიათით. მას კონფლიქტი არაერთხელ მოსვლია, როგორც კოლეგებთან, ასევე ჟურნალისტებთანაც. რამდენიმე კვირის წინ კი უთანხმოება მოუვიდა „რეალის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელთან, სერხიო რამოსთანაც.

„მაურინიომ ძალიან გვიან შეიგნო თუ რა არის „რეალი“. იგი წვრთნიდა პორტუგალიელ, ინგლისელ, იტალიელ ფეხბურთელებს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია სრულებით განსხვავებულია. „რეალს“ თავისი კულტურა აქვს. გარეშე პირებს კი ყოველთვის არ შეუძლიათ ამ ყოველივეს გაგება“, - განაცხადა პერესმა.

„აუცილებელია, რომ პირველ ადგილზე იყოს „რეალი“, „რეალი“ და კიდევ ერთხელ „რეალი“. ჩვენ მსოფლიოსთან გარკვეულ დისტანციას ვიჭერთ“, - დასძინა მან.

პერესი ძალიან აფასებს მაურინიოს შრომას, მაგრამ ამავდროულად მას აფრთხილებს და მოითხოვს, რომ პორტუგალიელმა „რეალის“ სტანდარტები, ტრადიციები და კულტურა კარგად გაითავისოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100