სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო ჩემპიონებმა საფრანგეთის დამარცხება ვერ შეძლეს

გუშინ გამართული თამაშის ფარგლებში, ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთის დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში 25-ე წუთზე ესპანელებმა გახსნეს. გოლი სერხიო რამოსმა გაიტანა. 43-ე წუთზე, მსაჯმა საფრანგეთის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ მეკარემ სესკ ფაბრეგასის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო.

მეორე ტაიმი ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს, ფეხბურთელები შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მიუხედვად ამისა, დიდიე დეშამის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე მოახრეხა. გოლი ჟირუმ გაიტანა.

აღნიშნული თამაშის შემდეგ, გუნდებს 7-7 ქულა დაუგროვდათ. მათთან ერთად ჯგუფში გახლავთ ბელორუსის, საქართველოსა და ფინეთის ეროვნული ნაკრებები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100