ესპანეთში 25 ათასი წლის წინ შექმნილი ნახატები აღმოაჩინეს

წითელი ფერის ნახატები, რომლებზეც ცხენები და ადამიანის ხელებია გამოსახული, შემთხვევით აღმოაჩინეს ესპანელმა არქეოლოგებმა გათხრების დროს. არქეოლოგები უძველესი ადამიანების ნაშთებს ეძებდნენ. მეცნიერების ვარაუდით, აღმოჩენილი ნახატები იმდენივე წლისაა, რამდენისაც ალტამირას გამოქვაბულში აღმოჩენილი გამოსახულებები, რომლებიც 1879 წელს აღმოაჩინეს.

„როიტერის“ ცნობით, ექსპერტები განაგრძობენ გამოქვაბულების კვლევას, რათა აღმოაჩინონ პრეისტორიული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. პირველი არც თუ ისე დიდი ჯგუფი ჰომო საპიენსებისა ესპანეთში 35 ათასი წლის წინ დასახლდა და ზემო პალეოლითის ხანა შექმნა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყეს ადამიანებმა ქვისგან იარაღების კეთება და გამოქვაბულის კედლებზე ხატვა.

კომენტარი