ელტონ ჯონი და მისი შვილი ტილოზე გამოსახეს

ირლანდიელმა მხატვარმა, კევინ შარკმა შექმნა ნახატი – „მამა და შვილი“, რომელზეც ელტონ ჯონი შვილს ძუძუს აწოვებს. მხატვრის განცხადებით, მას საკუთარი შედევრით მომღერლის განაწყენება არ სურდა. აღნიშნული ტილოს შექმნა ელტონ ჯონისა და დევიდ ფერნიშის მიერ ვაჟის შვილად აყვანამ შთააგონა.

„იწყება ახალი ეპოქა, სადაც ჰომოსექსუალს შვილის ყოლის საშუალება აქვს. ის რაც ელტონმა და დევიდმა გააკეთეს ძალიან კარგია. მართალია გავერთე სურათის შექმნის დროს, მაგრამ ვიცი, რომ ელტონს იუმორის გრძნობა აქვს.“–განაცხადა მხატვარმა.

ნამუშევარი დუბლინის გალერეაშია გამოტანილი და მისი ღირებულება 19,500 ამერიკულ დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, სურათს მყიდველები უკვე გამოუჩნდნენ.

კომენტარი