„The Rolling Stones“–ის გიტარისტმა რადიოპრემია მიიღო

The Rolling Stones“–ის გიტარისტმა რონი ვუდმა პრესტიჟული რადიოპრემია, „Sony Radio Academic Awards” მიიღო. პრიზი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პერსონა რადიოგადაცემის მიხედვით“, ვუდმა “The Ronie Wood Show”-სთვის მიიღო.

რადიოპროგრამა მუსიკას ეძღვნება. ვუდი პროგრამის განმავლობაში თავისი ჯგუფის შესახებ ისტორიებს ჰყვება. ასევე იხსენებს ძველ კომპოზიციებსა და მუსიკოსებს. რადიოშოუ ეთერში 2010 წლის გაზაფხულიდან მაუწყებლობს. ამ მცირე დროში პროგრამამ საზოგადოების კეთილგანწყობა და სიყვარული მოიპოვა.

კომენტარი