სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიელმა მკვლევარებმა ჯოკონდას ძებნა მიწაში დაიწყეს

იტალიელმა მკვლევარებმა იმ ადგილის გამოკვლევა დაიწყეს, სადაც სავარაუდოდ, ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილ ტილოზე, „მონა ლიზაზე“ ასახული ქალბატონის სამარხია. რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, სპეციალისტებმა ძვლების აღმოჩენა მოახერხეს, თუმცა, ეს ძვლები არა ადამიანს, არამედ, ცხოველს ეკუთვნის.

კვლევაში, რომლის ხანგრძლივობაც თხუთმეტიდან ოცდაათ დღემდეა, მონაწილეობას რვა ადამიანი იღებს. მათ იმედი აქვთ, რომ სამარხში ქალბატონის ნეშტსაც აღმოაჩენენ, რის შემდეგაც მისი DNA-ის ანალიზს, ამ ქალბატონის შვილების DNA-ს შეადარებენ.

ამასთანავე, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ თავის ქალის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი სახის აღდგენას მოახერხებენ. ამით კი საბოლოოდ დაუსვამენ კამათს წერტილს, რომელიც შედევრზე ასახული ქალბატონის ნამდვილ ვინაობას ეხება.

იტალიაში დაწყებული გათხრებისა და „მონა ლიზას“ ისტორიასთან დაკავშირებულ სტატიას „დრონი.ჯი“ დღის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100