ელიზაბეტ ტეილორის პორტრეტი 26,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა

ენდი უორხოლის ნახატი, „ლიზ #5“ „Phillips de Pury“–ის აუქციონზე 26,9 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. აღნიშნული თანხა, „Phillips de Pury“–ის აუქციონის ისტორიაში, რეკორდული მაჩვენებელია. აუქციონის დაწყებამდე, ექსპერტები ნამუშევრის გაყიდვას 20–დან 30 მილიონ დოლარამდე ვარაუდობდნენ.

აღნიშნულ ნამუშევართან ერთად, უორხოლის კიდევ ოთხი ექსპონატი შევიდა აუქციონის ყველაზე ძვირადღირებულ ათეულში. მაგალითად ნახატი „მესამე თვალი“, რომელიც 7 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. სურათი „მაო 10“ და „ყვავილები“ 3,5 და 8,1 მილიონად შეფასდნენ.

ნახატი „ლიზ #5“ ელიზაბეტ ტეილორის პორტრეტია. ეს ქალბატონი მხატვრის ერთ–ერთი მუზა იყო, რომელიც შედევრების შექმნას შთააგონებდა. მხატვარმა კი ტეილორს ნახატების მთელი სერია მიუძღვნა.

კომენტარი