ფრანგებმა კანის ფესტივალზე ბელმონდო გაიხსენეს

ფრანგებმა იციან ლეგენდებისთვის პატივის მიგება. ცოცხალი ლეგენდების დაფასებაც იციან, თუმცა, ბევრს შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ ამას ისინი სხვების დასანახად უფრო აკეთებენ. 

ფრანგების კუმირი, მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების ქალების გულთამპყრობელი და მილიონთა კერპი - ჟან პოლ ბელმონდო ფრანგებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად კანის ფესტივალზე გაიხსენეს, მოიხმეს, მის მიერ განვლილ შემოქმედებით გზაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, საპატიო "პალმის ოქროს რტოც" მიართვეს და დაახლოებით ათწუთიანი ოვაციაც მოუწყვეს.

მაგრამ ზოგიერთმა ბლოგერმა მაინც გაიხსენა, რა მარტოსულად გამოიყურებოდა ბელმონდო პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში და როგორ არ აქცევდნენ ყურადღებას მას, ვისაც ერთ დროს შეუმჩნევლად არათუ აეროპორტში, საკუთარ ეზოში გადაადგილებაც არ შეეძლო, თაყვანისმცემელთა გადამკიდეს...

კომენტარი