სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ნიკოლაძის „ძალიან ცუდი ლექსი“

ნიკოლშოუს სოლისტმა გია ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში, ქალებს ლექსით მიმართა. „ძალიან ცუდი ლექსი“ ასე ასათაურებს ნიკოლაძე საკუთარ პოსტს.

სულელო გოგონა რა იყო ბერდები?

მით უფრო ბრაზდები? რაც უფრო ბრძენდები?!

სად გაქრა ის სხივი თვალში რომ ელავდა?!

და ყოველ მამაკაცს მუხლებში ცელავდა!


რა ქენი თუ ფიქრობ მოხუცო გოგონა?!

სიკეთე სად დადე?! რა? კვერცხი გეგონა?

რას თესავ დაფიქრდი და ისე იარე!

ჩახედავ სარკეს და ვერ დათვლი იარებს!


ქალის ღირსება ის კი არ არის სილამაზით რომ ყველგან გაუვა.

ქალის ღირსება მაშინ ჩანს მხოლოდ მას სილამაზე როცა წაუვა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100