სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტოვებული ადამიანის ემოცია და საყვარელი ადამიანის დაბრუნების მოლოდინი

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება...
მარგალიტები, იაგუნდები...
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თეთრით შემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარე;
ნუთუ არ ფიქრობ, სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე?
არავინ არი!..
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს
ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რომ გიყვარდა...
მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
სანატრელია ყველასათვის დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ტანი ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით, მსუბუქ ჰაერს, ჩემ ოთახისას,
თეთრი მკლავებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100