ხალხური იგავ-არაკები და მორალი, რომელიც ცხოვრებაში უნდა გამოიყენოთ

თაგუნიას ამბავი. ერთხელ თაგვმა შენიშნა, რომ ფერმის მეპატრონემ ხაფანგი დააგო. ეს ფაქტი თაგვმა ქათამს, ცხვარს და ძროხას უამბო, პასუხად კი მიიღო „თაგუნია ეს შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“

ძალიან მალე ხაფანგში გაება გველი, ფერმერის ცოლმა მისი ხაფანგიდან გამოყვანა სცადა და გველმა ქალს უკბინა. ფერმერის დაკბენილი და ლოგინად ჩავარდნილი ცოლისთვის წვნიანის მოსამზადებლად ქათამი დაკლეს, ავადმყოფი ქალის მოსანახულებლად მოსულ სტუმრებს ცხვრის ხორცით გაუმასპინძლდნენ, ძროხა კი ქალის დაკრძალვაზე მოსული სტუმრების დასაპურებლად დაიკლა.

მთელი ამ დროის განმავლობაში თაგვი იჯდა თავის სოროში და აკვირდებოდა მოვლენებს.

მორალი: თუ რაღაც პირდაპირ არ გეხება, ნუ გგონია, რომ ეს რაღაც თავზე არასოდეს დაგარტყამს.

კურდღლის ამბავი. არწივი იჯდა ხეზე, ისვენებდა და არაფერს არ აკეთებდა. დაინახა ის და პატარა კურდღელმა და ჰკითხა.

-შეიძლება მეც ვიჯდე თქვენსავით და არაფერი არ ვაკეთო?

-რათქმაუნდა, რატომაც არა?-უპასუხა არწივმა

კურდღელი დაჯდა ხის ქვეშ და დაიწყო დასვენება, ამ დროს გამოჩნდა მელია, დაიჭირა კურდღელი და შეჭამა ის.

მორალი: იმისათვის, რომ იჯდეთ და არაფერი აკეთოთ, თქვენ უნდა იჯდეთ, ძალიან ძალიან მაღლა.

ცხვრის ამბავი. ფერმაში ცხენი გახდა ავად, ვეტექიმმა მისი გასინჯვის შემდეგ განაცხადა: „ხვალ დილამდე დაველოდებით თუ არ ადგება ფახზე მაშინ დავაძინებთ.“

მეორე დილით ცხენი ფეხზე ისევ ვერ ადგა და ვეტექიმმა თავის გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მზადება დაიწყო. „ადექი, თორემ მოგკლავენ“ - უთხრა ცხენს ცხვარმა, რომელიც მის გვერდით იდგა და ცხენი წამოდგა.

ამ ფაქტით გახარებულმა ფერმერმა გადაწყვიტა, რომ ცხენის გამოჯანმრთელება აღენიშნა, ცხვარი დაკლეს და დიდი სუფრა გაშალეს.

მორალი: ნუ ჩაერევით სხვის საქმეში

ფულის ფასი. ტაქსისტი ცნობილ მილიონერს სახლში მიიყვანს, კაცი ზუსტად იმდენს გადაიხდის რამდენიც მრიცხველმა დაწერა.

-გუშინ აქ თქვენი შვილიც მოვიყვანე და მან 100 დოლარი მაჩუქა

-რას ვიზამთ მას მამა მილიონერი ყავს, მე კი ობოლი ვარ-უპასუხა მილიონერმა

მორალი: მხოლოდ მან იცის საკუთარი ფულის ფასი, რომელმაც ის თავად გამოიმუშავა.

კომენტარი