სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გრძნობით დავსეტყვავ შენ სხეულს ისე ვიწვიმებ ამაღამ...

გრძნობით დავსეტყვავ შენ სხეულს ისე ვიწვიმებ ამაღამ
შენი ალერსით გავძღები რომ ვერ დამათროს თამადამ,
გულს ამოგიღებ მკერდიდან ჩემსას ჩაგიდებ სანაცვლოთ
ისეთი ცეცხლი დაგინთო წყალმაც კი რომ ვერ დანაცროს

მარგალიტს მოგხსნი გულიდან ალმასს დაგკიდებ მძივებათ
შენი დაკარგვა მაშინებს მოდი ერთმანეთს მივებათ,
ხელი არ მინდა სული ჩამკიდე თვალი მიყარე თვალში
ისეთი გრძნობით მიყურე რომ გაატანოს ძვალში

ისე მითხარი "მიყვარხარ" სხეულს რომ სული ამჰოყვეს
ისე მითხარი "ჩემი ხარ" გუნდას რომ ზვავი წამჰოყვეს,
დამკარგე ცოტა დამკარგე, მერე მიპოვნე თავიდან
ისე მაგიჟებს შენი ხმა ლამის ამოვძვრე ტყავიდან

მითხარი რა გსურს საღამოს შენი გეგმები გამანდე
დილას მაწვიმე თუ გინდა საღამოს ცეცხლათ დამანთე
გრძნობით დავსეტყვავ შენ სხეულს ისე ვიწვიმებ ამაღამ
შენი ალერსით გავძღები რომ ვერ დამათროს თამადამ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100