სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Metallica” უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საუკეთესო როკ–ჯგუფად აღიარეს

ერთ–ერთი გამომცემლობის მიხედვით, „Metallica” საუკეთესო როკ–ჯგუფია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. საუკეთესო როკ–ჯგუფების სრული სია, მიმდინარე წლის 4 ივნისისთვის იქნება ცნობილი.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად მნიშვნელოვანია აღნიშნული აღიარება თუ სტატუსი. მე მახსოვს ამ ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლა, იგი 1981 წელს დაიბეჭდა. იმ წელიწადს მე ბრიტანეთის ტურნეში წავედი, რადგან ძალიან მაინტერესებდა ნიუვევივი და ბრიტანული მეტალი. მე მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ვმოგზაურობდი და ჟურნალიც ყველგან თან დამქონდა.“ – აღნიშნა ჯგუფის დრამერმა, ლარს ულრიხმა.

რაც შეეხება საუკეთესო როკ–ჯგუფების პირველ ათეულს, ასე გამოიყურება: „Metallica“, „Green day“, „Iron Maiden“, „Slipknot“, „My Chemical Romance“, „Linkin Park“, „Bullet for my Valentine“, „Blink 182“, „Оззи Осборн“ და „Foo Fighters“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100