ეს ტრაგედია ყველა ლამაზი ქალის ცხოვრებაში არსებობს

უშნომ ქვეყანა დააქცია და
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი,
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და
უცებ შეარქვეს სახელი ცუდი.
ქალი კი არა მზე თვალს ახელს და
ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა,
ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და
უშნოს თვალებში, დირეც კი არა.
ლამაზის ბედი დასაგმობია,
ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი,
ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ,
და დგას ჭორების კორიანტელი,
მას ხარბად თვალთა ორომტრიალით
მიაცილებენ მამაკაცები,
განზრახვა მათი ვერაგი არის,
ხომ უნდა სცაონ მაინც საცდელი?
მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი,
დაე ჭორებმა სული დაფლითნ,
შენ ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი
ათიათასს კი გული დავწყვიტო..

კომენტარი