სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში მოცარტის უნიკალური სონეტები აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის ერთ–ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უნიკალური სონეტები აღმოაჩინეს. ეს სონეტები მაღაზიაში სხვა კრებულებთან ერთად შევიდა, ვინ გადასცა სავაჭრო ცენტრს აღნიშნული სონეტები, უცნობია.

მოცარტის სონეტები 1765 წელს არის გამოსული. ამ დროისათვის კომპოზიტორი 8 წლის იყო და იგი ლონდონში იმყოფებოდა. ბუკლეტი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს ექვსი სონეტიგან შედგება.

მუსიკალური მაღაზიის თანამშრომლებმა კონსულტაცია სააუქციონო სახლ, „Sotheby's“–სთან გაიარეს. კრებული 5 ათას ამერიკულ დოლარადაა შეფასებული და აუქციონის გზით 8 ივნისს გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ბუკლეტს ერთი გვერდი აკლია, რომ არა ეს ინციდენტი სონეტების კრებული გაცილებით ძვირად შეფასდებოდა.

მოცარტი საკმაოდ კარგად შესწავლილ კომპოზიტორად ითვლება. მის უცნობ ნამუშევრებს ძალიან იშვიათად პოულობენ. უკანასკნელად ასეთი ფაქტი 2009 წელს დაფიქსირდა. არქივში კონცერტის ფრაგმენტს მიაგნეს, სადაც მოცარტის მიერ დაწერილი პრელუდია იყო წამყვანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100