სომხეთს 20 წლის წინ დაკარგული ნახატი დაუბრუნეს

სომხეთს 1990 წელს, ივან აივაზოვსკის ნახატი, „ქარიშხალი კლდოვან სანაპიროებთან“ დაუბრუნეს. პეიზაჟს სომხეთის ნაციონალურ გალერეაში გამოფენენ. სურათი მძარცველებმა ღამით მოიპარეს და სწორედ ამის გამო, იგი ძალიან უხეშად ამოჭრეს ჩარჩოდან და დააზიანეს კიდეც. ნახატი ერთ-ერთ აუქციონზე, მიმდინარე წლის თებერვალში აღმოაჩინეს. აუქციონზე სურათი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, კოლექციონერმა ოგანეს ოგანიანმა გაიტანა. მისი თქმით, მან ნახატი დაახლოებით შვიდი წლის წინ შეიძინა.

„როგორც კი გავიგე, რომ ეს უნიკალური ნახატი ერევნიდან მოიპარეს და სომხეთის კუთვნილება იყო, მაშინვე დავუკავშირდი ამ ქვეყნის პრეზიდენტს და შექმნილი ვითარება ავუხსენი. შევატყობინე, რომ მზად ვიყავი სურათი კანონიერი მფლობელისთვის დამებრუნებინა.“-აღნიშნა კოლექციონერმა.

კომენტარი