სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯექსონის ქურთუკი აუქციონის საშუალებით გაიყიდება

მაიკლ ჯექსონის ეს ქურთუკი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოპ–მუსიკის მეფეს იგი ერთ0ერთ მუსიკალურ რგოლში, „Thriller“–ში ეცვა. ახლა იგი ერთ–ერთი ყველაზე ღირებული აქსესუარიოა გარდაცვლილი ლეგენდის გარდერობში.

აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ქურთუკი არანაკლებ 400 ათასი ამერიკული დოლარისა გაიყიდება. აუქციონზე გამოიტანენ ჯექსონის სხვა ნივთებსაც. მისი პარიკია და პერანგით დაწყებული და ბევერლი–ჰილზის სახლის საფოსტო ყუთით დამთავრებული. სწორედ ამ სახლში გარდაიცვალა ლეგენდარული პოპ–მუსიკოსი.

რაც შეეხება შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავების თაყვანისმცემლებს, მათთვის აუქციონზე ჯასტინ ბიბერისა და ლედი გაგას ნივთებს გაიტანენ. ამასთანავე, აუქციონზე წარადგენენ „ექსპონატებს“ რომლებსაც შეხება ოზი ოზბრორნთან, ფრენკ სინატრასთან, ელვის პრესლისთან, ბობ დილანთან, ერიკ კლაპტონთან, კურტ კობეინთან, მადონასთან და ჯიმი ჰენდრიქსთან ჰქონიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100