ლოურენს ლორის ნახატი „Christie’s“-ის აუქციონზე 9,1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა

შეუდარებელი ბრიტანელი მხატვრის, ლოურენს ლორის (1887-1976) ნახატი, რომელიც არავის უნახავ გასული 20 წლის განმავლობაში, „Christie’s“ აუქციონზე 9,1 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. სურათზე ინგლისში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტის სახეობა - ფეხბურთია გამოსახული.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო მეოცე საუკუნის ბრიტანული და ირლანდიული კულტურის გამომსახველი ნამუშევრები. აუქციონის ექსპერტები აღნიშნულ ნამუშევარს შედევრს უწოდებენ. ლოურენსი 1976 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და იგი ცნობილი იყო, მარტივი, საშუალო კლასის ყოფაცხოვრების ამსახველი ნამუშევრებით. არც 1949 წელს შექმნილი ნახატია გამონაკლისი.

აღნიშნული სურათი სხვადასხვა გამოფენებში, ლონდონში, პარიზსა და ამერიკაში იყო გამოფენილი, 1950 წელს კი კერძო კოლექციის შემადგენელი ნაწილი გახდა, სადაც 40 წელიწადი იმყოფებოდა. ლოურენსის დიდი ფორმატის, პანორამული, კომპოზიციური ნამუშევარი შეუდარებლად გადმოსცემს, ქალაქის მოსახლეობის სულსა და დრამატულობას, რომელიც მხატვარმა შაბათ საღამოს, ფეხბურთის თამაშით ასახა ტილოზე.

კომენტარი