ჯეინ ოსტინის ხელნაწერს „Sotheby’s“-ის აუქციონზე გაყიდიან

ლონდონის სააუქციონო სახლი, „Sotheby’s“, მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის ხელნაწერ დაუსრულებელ რომანს, „უოტსონები“ გამოიტანს გასაყიდად. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ექსპონატი 300 ათას ფუნტად გაიყიდება. (495 ათასი ამერიკული დოლარი)

შეუდარებელი ხელნაწერი 68 გვერდისგან შედგება. პირველი 12 გვერდი პირველი მსოფლიო ომის დროს გაიყიდა და შემოსული თანხა წითელ ჯვარს მოხმარდა. დღეისათვის აღნიშნული თორმეტი გვერდი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის, „Pierpoint Morgan Library“-ის საკუთრებაა.

ისტორიამ ჯეინ ოსტინის არცერთი ხელნაწერი არ შემოგვინახა, გარდა „უოტსონებისა“. ამ რომანის დასრულება, მწერლის ნათესავმა, კეტრინ ჰაბეკმა სცადა. აუქციონის ორგანიზატორები თვლიან, რომ უოტსონის დაუსრულებელი რომანი საუკეთეს საშუალებაა, მწერლის სულიერი სამყაროს გასაცნობად.

კომენტარი