ფედერიკ ბარტოლდის „თავისუფლების ქანდაკება“ 1,1 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს

ამერიკის სიმბოლოების თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი „თავისუფლების ქანდაკება“ ჰქონდეთ.

აუქციონის საშუალებით იყიდება ერთ-ერთი ანტიკვარული „თავისუფლების ქანდაკება“ იმ თორმეტიდან, რომელიც ფრანგმა მოქანდაკე, ფედერიკ ოგუსტ ბარტოლდიმ შექმნა. ქანდაკებები 1878 წლით თარიღდება. კოლექცია ბრინჯაოსგან არის დამზადებული, დაფარულია მუქი-მწვანე პატინით და ხელში ანთებული ჩირაღდანი უჭირავს.

თითოეული ქანდაკება 286 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 455 კილოგრამს იწონის. 12 ქანდაკებიდან რამდენიმე ხნის წინ ორი ექსპონატი გაიყიდა. ისინი კერძო კოლექციონერმა შეიძინა და მათი ღირებულება 1,1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. თითოეულ ექსპონატზე შემქმნელის ხელმოწერა, „Bartholdi“ არის და დათარიღებულია 1878 წლით. მოქანდაკეს დაახლოებით 600 საათი სჭირდებოდა თითოეული ქანდაკების შესაქმნელად.

კომენტარი